ჩვენს შესახებ

დაარსების დღიდან L&J IMPEX (HK )LIMITED და SIMPEX SOLUTIONS LLC ვახორციელებთ დივერსიფიცირებული პროდუქციის მიწოდებას, მჭიდროდ მივყვვებით საერთაშორისო ბაზრის საჭიროებებს, ვაერთიანებთ აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს და ვუზრუნველყოფთ ჩვენი კლიენტებისთვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციას ყველაზე გონივრულ ფასებში.
L&J Impex-ი და Simpex Solutions ერთ–ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო სავაჭრო კომპანიები ვართ, რომელიც ჩინეთში წამყვან მწარმოებლებსა და მომწოდებლებს წარმოადგენს.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევასრულოთ ყველა მოცულობის შეკვეთები სხვადასხვა სექტორებისთვის.
ჩვენი გამოცდილება აერთიანებს შემდეგ ბიზნესებთან თანამშრომლობას: სასტუმროები და ოფისები, აპარტ სასტუმროები, სკოლები, ცემენტის, ბეტონის და სხვა ქარხნები, განათებები, სარეკლამო კიოსკები, ლედ მონიტორები და ა.შ., ჩვენ უზრუნველვყოფთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტების მოწოდებას და მომსახურებას ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებში.
გულწრფელობა, ერთიანობა და გამჭირვალობა არის ჩვენი სამუშაო სტრატეგია, რასაც კომპანიის რეპუტაცია ეყრდნობა.
კომპანიის მთავარი მიზანია, ვიყოთ ყველაზე ეფექტური და სანდო პარტნიორები – პროდუქციის და მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე, რადგან კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი წარმატების საწინდარია.

ჩვენი მისიაა, ჩვენი კლიენტებისთვის უზრუნველვყოთ კონკურენტული და უმაღლესი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება. გაუადვილოთ ქართველ მომხმარებლებს ჩინურ ხარისხიან პროდუქტებზე წვდომა. მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნეს პროცესები, რაც სწრაფი და ეფექტური ვაჭრობის საწინდარია. ჩვენი ტექნოლოგიებით, ადგილობრივი (ჩინური) კომუნიკაციით და გამოცდილი თანამშრომლებით, ჩვენ გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს თქვენი კომპანიის საჭიროებებს.
იმის გამო, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჩინეთსა და ევროპას შორის და ორივე მათგანთან აქვს FTA (თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება), ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ყველა ის პროდუქტი და მომსახურება, რომელიც შეიძლება იყოს ღირებული და მომგებიანი სამივე მხარისთვის.

მისია
რას გთავაზობთ

საკონსულტაციო მომსახურება

თქვენი ტექნიკური დავალების შესაბამისად შეგვიძლია მოვიძიოთ კონკრეტული პროდუქტი და მწარმოებელი. შევამოწმოთ მომწოდებლის წარმოების უნარი და შესაძლებლობები, 3 ტიპის რისკი, მათ შორის, ადგილობრივ მთავრობასთან მათი ურთიერთობა, ნედლეულის მიწოდების ქსელი და მათი წლიური ბრუნვები (2-5 წელი). ქარხნის, მონათესავე კომპანიების და მომწოდებლების, აქციონერების და მათი აქტივების საბჭოს წევრები და მფლობელები.

მოთხოვნილი პროდუქტის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩვენთვის, რადგან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეული შეკვეთის სპეციფიკაციასა და ხარისხს. შეკვეთამდე ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის ნიმუშების დამზადებას, რაც შეიძლება იყოს დამატებითი ხარჯი კლიენტისთვის, თუმცა საბოლოო პროდუქტის ხარისხი იქნება ნიმუშების შესაფერისი.

ჩვენი სამუშაოს ნაწილია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს უნდა ხარჯების შემცირება, ჩვენ შემოგთავაზებთ მასალის ალტერნატივას, ზომის ან დეტალების შეცვლას, რათა მათ ხარჯზე მოხდეს თვითღირებულების შემცირება.

ფინანსური გადაწყვეტილებები

მულტი გადარიცხვა

ჩვენი კლიენტების უმეტესობას ხშირ შემთხვევაში სამი ან მეტი მომწოდებელი ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირი შეძენის შემთხვევაში, ყველა პროცედურა უსამმაგდება (ავანსი და ნაშთის გადარიცხვა, განბაჟებისათვის საჭირო დეკლარაცია, კონტრაქტები, ინვოისები და სხვა). გააფორმეთ ჩვენთან ერთი საერთო კონტრაქტი და ყველა ამ პრობლემისაგან და ზედმეტი ფორმალობებისაგან განთავისუფლდებით.

თანხის ადგილზე გადახდა

მარაგის შეძენისას ან/და ზოგიერთ განსაკუთებულ შემთხვევაში, საჭიროა მყისიერი გადახდის ორგანიზება. კლიენტისთვის ხელის შემშელი პირობაა ქვეყნებს შორის დროის სხვაობა, ერთი და იგივე ბანკში ანგარიშების არ ქონა, სავალუტო კონტროლი და ბევრი სხვა ფაქტორი. SIMPEX-ი დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში იაფად და ეფექტურად.

იუანებში გადახდა

ხშირ შემთხვევაში ჩინელი მწარმოებლები ითხოვენ საქონლის ღირებულების ჩინურ ვალუტაში გადახდას. ეს ქმნის დამატებით სირთულეებს კლიენტებისთვის ფულის კონვერტაციის შეზღუდული პირობების გამო. SIMPEX-ი ამ პრობლემას მოგიგვარებთ უმოკლეს ვადებში. ნებისმიერი ჩინური ბანკის ანგარიშზე გადავრიცხავთ იუანებს და მოგაწვდით შესაბამის დამადასტურებელ საბანკო გადარიცხვის ქვითარს.

ხარისხის კონტროლი, დასაწყობება, შეფუთვა და მარკირება

საქონლის შეძენისას ხარისხის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. დროული და დეტალური კონტროლი განაპირობებს შეძენილი პროდუქციის საბოლოო ხარისხს. ჩვენი გამოცდილი პერსონალი მონიტორინგს გაუწევს წარმოების პროცესს, შეამოწმებს მზა პროდუქციის ზომას, ფერს, რაოდენობს, კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას, საექსპორტო საბუთებისა და სერთიფიკაციების სისწორეს.

ჩვენ გვაქვს სამი საწყობი ჩინეთში: გუანჯოუ, ურუმჩი და პეკინში, სადაც ჩვენი პერსონალი ყოველთვის მზადაა კლიენტების პროდუქციის მიღების, ჩატვირთვის ან შეფუთვისთვის.

ხარისხის შემოწმების ან ჩვენს საწყობებში პროდუქციის მიღების შემდეგ, თითოეული ყუთი უნდა იყოს შეფუთული და აღნიშული სპეციალური კოდით/მარკირებით. შეფუთვისას, ჩვენი გამოცდილი პერსონალი დაითვლის თითოეული ყუთის რაოდენობას, ზომას და წონას, შემდეგ კი აღნიშნავს კოდით – ასე ხდება შეფუთვის სიის (PL) შედგენა საბაჟოსთვის. ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენი კლიენტები გააკონტროლებენ ყველა პროდუქტის და მათ სათადარიგო ნაწილების ადგილმდებარეობას.

საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები

ჩინეთის უდიდესი საავიაციო ჰაბებიდან (HUB) როგორებიცაა პეკინი, შანხაი, გუანჯოუ და ჰონგკონგი ვახორციელებთ ტვირთების გადაზიდვას თითქმის მთელი მსოფლიოს მიმართულებით. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეგვიძლია დახმარება აღმოგიჩინოთ ჩარტერული რეისების მოძიება დაჯავშვნაშიც.

საზღვაო გადაზიდვების ორგანიზება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ნაკრები ტვირთების გადაზიდვა საქართველოსა და სასომხეთის მიმართულებით (LCL).

სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა საქართველოს მიმართულებით. როგორც ნაკრები ტვირთების ასევე მთლიანი მანქანით. სწრაფი და ეფექტური ვარიანტი იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც ეჩქარება ტვირთის მიღება, მაგრამ უნდათ სატრასნპორტო ხარჯების შემცირება.

ასევე გთავაზობთ ტვირთის დასაწყობების სერვისს. პეკინში, გუანჯოუში და ურუმჩიში გვაქვს საწყობები სადაც შეგეძლებათ თვქენი ტვირთების კონსოლიდაცია, გადაფუთვა, მათი საერთო წონისა და გაბარიტების დადგენა, საჭიროების შემთხვევაში ტვირთის მარკირება, შემოწმება, ასევე ჩატვირთვის პროცესის კონტროლი და ამის დამადასტურებელი ფოტო ვიდეო მასალის მოწოდება.

პროდუქტები
  •  საკონსულტაციო მომსახურება
  • დასაწყობება და კონსოლიდაცია
  • ტრანსპორტირება (საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო)
  • ყველა სახის შიდა და გარე მოხმარების ავეჯი
  • განათება
  • საწარმოების საოპერაციო დანადგარები და მათი დეტალები
  • სასკოლო ავეჯი და ტექნიკა
  • სარეკლამო მონიტორები
  • საოფისე საჩუქრები
  • საოფისე ავეჯი
  • სამშენებლო მასალები
  • ჰუმანიტარული საშუალებები (სამედიცინო ნიღბები, კომბინიზონები, დამცავი სსათვალეები, დისტანციური თერმომეტრები და ა.შ)
ჩვენი პარტნიორები
ჩვენი გუნდი

Levan Tavadze

  • CEO of L&J IMPEX (HK) LTD
  • General sales manager of LINK BRIDGE (Beijing)
  • INTERNATIONAL LOGISTIC CO., LTD
  • Founder of SATAVADO Georgian Wine Brand Chairman of the Georgian Community in China
  • Co-founder of Simpex Solutions LLC
  • Bachelor’s degrees at Tbilisi Asia & Africa Institute and at Beijing Languages & Culture University
  • Project management, Logistic and Trading.
  • Over 20 years of Logistic experience.

Tornike Meladze

  • Managing Director of L&J IMPEX (HK) LTD
  • First MBA (in Chinese) to Georgia
  • Co-founder of Simpex Solutions LLC
  • Strategic Planning, Development & Entrepreneurial Management
  • 12 Years of Supply Chain Experience
  • 5 year of Project planning and management experience
კონტაქტი

SIMPEX SOLUTIONS LLC
Email: info@simpex.ge
Mob: (GEORGIA) +995 599 467007
Mob: (CHINA) +86 13501087495
L & J IMPEX (HK) LIMITED
RM 1101 11/F, SAN TOI BLDG, NO 139 CONNAUGHT RD CENTRAL, HK